საფრანგეთის ნაკრების თავდამსხმელმა, კარიმ ბენზემამ კრიშტიანუ რონალდუს შესახებ ისაუბრა. მოგეხსენებათ, ჯგუფურ ეტაპზე საფრანგეთი და პორტუგალია ერთმანეთს შეხვდნენ (2:2)
“რონალდუ ჩემი დიდი მეგობარია. რეალში ერთად ძალაინ ბევრს მივაღწიეთ, ბევრი გოლი გავიტანეთ. მისი კიდევ ერთხელ ნახვა დიდებული იყო.
ვისაუბრეთ და ერთმანეთს როგორც საკლუბო, ასევე სანაკრებო დონეზე წარმატება ვუსურვეთ”