ბენზემა: ფეხბურთი სტატისტიკად იქცა და ეს არ მომწონს

 

მადრიდის რეალის ფორვარდმა, კარიმ ბენზემამ თანამედროვე ფეხბურთზე ისაუბრა

“გარდა იმისა, რომ მეტი გოლი გამაქვს, არ ვფიქრობ თითქოს თამაშის სტილი შევიცვალე. ვმოძრაობ, ვქმნი, საგოლე პასებს ვაკეთებ, ვთამაშობ წინ, ბურთს ვათამაშებ… ასე თამაში ყოველთვის შემეძლო. ისევ ის ფეხბურთელი ვარ, როგორიც ვიყავი.

ზოგადად კი, სხვა საფეხბურთო სამყაროში გავიზარდე. მატჩს 90 წუთის განმავლობაში აღარ უყურებენ, ამისთვის სოციალური ქსელია…

ახლა ადამიანები ფეხბურთელების ყურებაში დროს აღარ ხარჯავენ, უბრალოდ, სტატისტიკას ნახულობენ, გოლი ვინ გაიტანა, შემდეგ დღეს კი მას საუკეთესოდ ასახელებენ.

ჩემს შემთხვევაშიც ასე მოხდა. იყო მატჩები, სადაც კარგად არ მითამაშია, თუმცა გავიტანე და საუკეთესოდ მაღიარეს.

ფეხბურთის ასეთი გზა არ მომწონს, მაგრამ ვერაფერს შევცვლი, ამაში უფრო და უფრო ვეფლობით. ფეხბურთი სპორტი გახდა, რომელშიც მხოლოდ სტატისტიკას უყურებენ. გვჭირდება, რომ ამის ნაწილი გავხდეთ, რაც გავაკეთე,” – თქვა ბენზემამ

 

Leave a comment

Your email address will not be published.