ბენიტესი: 11 ფეხბურთელი მოგროვდება?..

26 დეკემბერს ევერტონი ბარნლის ეთამაშება… მაგრამ როგორ ეთამაშება? ევერტონის ესპანელმა მწვრთნელმა რაფა ბენიტესმა დაიჩივლა, მეკარეებს თუ არ ჩავთვლით, მხოლოდ 9 ჯანმრთელი ფეხბურთელი მყავსო.

„დღეისთვის 9 კაცია 3 მეკარის გარდა. ჯერ უნდა გავიგო, მეყოლება თუ არა 11 ფეხბურთელი მატჩისთვის. გაკვირვებული ვარ, რომ თამაში არ გადაგვიდეს.

…სავარაუდოდ, ახალგაზრდების დაწინაურება მოგვიწევს, რომლებსაც პრემიერლიგაში თამაშის გამოცდილება არ აქვთ. და მათ შეიძლება ორდღიან ინტერვალში ორი 90-წუთიანი მატჩის ჩატარება მოუწიოთ. ვინ არის გარანტი, რომ არაფერი დაემართებათ?“. (Liverpoolecho)

 

P.S. ეს სტატია რომ დავწერეთ, მალევე გახდა ცნობილი, რომ ევერტონისა და ბარნლის შეხვედრა გადაიდო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *