მომდევნო კვირიდან ნბა-ს გუნდები საწვრთნელ ბანაკებს გახსნიან და დაიწყებენ მზადებას ახალი, 2021-22 წლების სეზონისთვის. ESPN-ის ინსადიერის – ედრიან ვოჟნიაროვსკის ინფორმაციით ბენ სიმონსი არ აპირებს „ფილაში“ მისვლას და სავარჯიშო პროცესის დაწყებას.
სიმონსმა თავის გადაწყვეტილების შესახებ კლუბის ხელმძღვანელებს აგვისტოს ბოლოს შეატყობინა, რის მერეც იგი თავს არიდებს „ფილადელფიას“ წარმომადგენლებთან კონტაქტს.
თავისმხრივ „76-ერსის“ იურისტებმა ბენს გააცნეს ის პირობები, რომელიც ამოქმედდება იმ შემთხვევაში, თუ სიმონსი ვარჯიშებზე არ გამოცხადდება.
თითოუელი გაცდენილი სამუშაო დღისთვის კალათბურთელს 227 000 დოლარი დაექვითება, თუ გაცდენები რეგულარულ სახეს მიიღებს ამას მოყვება დისკვალიფიკაცია, ხოლო შემდეგ კონტრაქტის ანულირება და გუნდიდან გარიცხვა.
შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში სიმონსმა 58 მატჩში მიიღო მონაწილეობა და მისი მაჩვენებლები ასე გამოიყურებოდა – 14.3 ქულა, 7.2 მოხსნა და 6.9 პასი.
ავსტრალიელი გამთამაშებლის კონტრაქტი 2025 წლამდე მოქმედებს, მომდევნო სეზონში კი ბენმა 33 მილიონი უნდა გამოიმუშავოს.