ბეჟანიშვილის 4 ქულა ნბა-ს საზაფხულო ლიგაზე

ლას ვეგასში სტარტი აიღო ნბა-ს საზაფხულო ლიგამ, რომელშც მონაწილეობას 30 გუნდი იღებს.

Summer League-ზე კლუბები ძირითადად ახალბედა მოთამაშეებს ცდიან და ხშირ შემთხვევაში ეს არის ნბა-ში მოხვედრის შანსი, იმ კალათბურთელებისთვის რომლებიც დრაფტზე არ აირჩიეს.

პირველივე სათამაშო დღეს ბევრი საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა.

null

გიორგი ბეჟანიშვილის „დენვერი“ „მაიამის“ დაუპირისპირდა და შეხვედრა უშანსოდ 77:97 დათმო. ავსტრიის სახელით მოასპარეზე ქართველი კალათბურთელი „ნაგეთსის“ სასტარტო ხუთეულში იყო, 15 წუთში მის ანგარიშზე 4 ქულა და 3 მოხსნა გახლდათ. გიორგიმ 4-ჯერ ესროლა ბურთი კალათისკენ და ორჯერ ჩააგდო(ორქულიანი), სამწუხაროდ ქონდა 3 დაკარგვა და 5 პერსონალური ფოლი. ბეჟანიშვილის პარკეტზე ყოფნის პერიოდში „დენვერმა“ დროის ის მონაკვეთი 8 ქულიანი სხვაობით წააგო.

null

„დეტროიტის“ რიგებში დებიუტი ქონდა წლევანდელი დრაფტის პირველ პიკს – კეიდ კანიგჰემს, რომელმაც „ოკლაჰომასთან“ წაგებულ მატჩში (72:76) 12 ქულა, 6 მოხსნა, 2 ჩაჭრა და 2 დაფარება მოაგროვა.

კანინგჰემმა პარკეტზე 26 წუთი დაყო და ამ დროის განმავლობაში მან 17-ჯერ ესროლა ბურთი კალათისკენ, თუმცა მხოლოდ 5 ჩააგდო, ქონდა ასევე ხუთი დაკარგვა.

მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა „ჰიუსტონში“ დრაფტის მეორე არჩევან – ჯალენ გრინს, რომელმაც „კლივლენდის“ წინააღმდეგ მოგებულ შეხვედრაში (84:76) 23 ქულა, 5 მოხსნა და 2 პასი შეასრულა. „კავალიერზის“ რიგებში 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 ბლოკშოტი ქონდა დრაფტის მეორე პიკზე არჩეულ ევან მობლის.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *