ბერარდი, ბრეკალო… იტალიური აზრები ხვიჩაზე

იტალიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ანდრეა კარნევალიმ ხვიჩა კვარაცხელია შეაქო. კარნევალი ნაპოლიშიც თამაშობდა, 1990 წლის მუნდიალზე იყო…

„კვარაცხელია ძალიან კარგია. მას შარშან სერიოზული ტრავმა ჰქონდა, მაგრამ ორი წლის წინანდელი ფორმა აღიდგინა. კარგი დრიბლინგი აქვს, სისწრაფეც მშვენიერი. ძალიან კარგი ფეხბურთელია“. (areanapoli)

კიდევ. გაჩნდა ინფორმაცია, რომ ნაპოლიმ შესაძლოა ხორვატი იოსიპ ბრეკალო შეიძინოს, რომელიც ასევე ფლანგელი შემტევია. მარცხნივ უფრო ხშირად თამაშობს და არის ვარაუდი, რომ კვარაცხელიასა და ბრეკალოს შორის იქნება კონკურენცია.

საინტერესოა ლუკა მარკეტის (ცნობილი ჟურნალისტის) აზრიც: „დომენიკო ბერარდი იდეალური იქნებოდა ნაპოლისთვის. არ უნდა ველოდოთ, რომ მხოლოდ კვარაცხელია შეცვლის ინსინიეს. ნაპოლის გამოცდილი ფეხბურთელები სჭირდება. ბერარდი სასუოლოში ძალიან კარგია, მაგრამ მას ნახტომი სჭირდება კარიერაში“.  

Leave a comment

Your email address will not be published.