ბერნარ ლაპორტი – მადლობა ქართველებს კარგი თამაშისთვის

ბორდოში, საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრების მატჩის შემდეგ, საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალური მიღება გამართა. ღონისძუებაზე ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი წვლისისთის ოქროს საწმისის ორდენით დაჯილდოვდა კლოდ სორელი. სპეციალური პრიზები გადაეცათ ძმებს გრეგუარ და დიმიტრი იაშვილებს, ასევე ქართუ;ლი და მსოფლიოს რაგბის ლეგენდას მამუკა გორგოძეს.

ღონისძიებას ესწრებოდა მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტი ბერნარდ ლაპორტი, რომელიც იმავდროულად საფრანგეთის რაგბის კავშირის პრეზიდენტიცაა და წლების განმავლობაში საფრანგეთის სპორტის მინისტრის პოსტს იკავებდა. მან ბორჯღალოსნებს კარგი თამაშისთვის, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს კი ამბიციური გეგმებისთვის, მადლობა გადაუხადა:

“დიდი მადლობა ქართველებს ასეთი კარგი თამაშისა და ძლიერი წინააღმდეგობისთვის. მათი თამაში ერთი სიტყვით ფასდება – ბრავო! ასევე მადლობა პრეზიდენტ იოსებ ტყემალაძეს ამბიციური გეგმების წარმოდგენისთვის – რაგბის მასობრიობის გაზრდით და ბავშვთა რაგბის განვითარებიდან დაწყებული, სანაკრებო დონით დასრულებული. მე ვამბობ, რომ რაგბი მხოლოდ 10 ქვეყნის თამაში არ არის და საქართველო ამის დასტურია“.

იოსებ ტყემალაძემ იმედი გამოთქვა, რომ ქართულ-ფრანგული ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება და ლაპორტი საქართველოში მოიწვია:

“მადლობა საფრანგეთს მასპინძლობისა და ამ შესანიშნავი შესაძლებლობისთვის. ჩვენ სწორედ ასეთი თამაშები გვჭირდება სწრაფი განვითარებისთვის. ასევე დიდი მადლობა ბერნარ ლაპორტს თბილი და საქმიანი მიღებისთვის. ჩვენ წინ ვიყურებით და დარწმუნებული ვარ, რომ დღეიდან მრავალწლიანი ურთიერთობები კიდევ უფრო განმტკიცდება. სწორედ ამიტომ, მსურს ბატონი ლაპორტი საქართველოში მოვიწვიო. გელოდებით საქართველოში”.

ბერნარ ლაპორტმა მიწვევა მიიღო და საქართველოს უახლოეს მომავალში ესტუმრება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *