საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი და მსოფლიო რაგბის ვიცე პრეზიდენტი ბერნარ ლაპორტი სასამართლომ დამნაშავედ სცნო. მას ბრალი ედება სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება და წვრილმანი კორუფცია. სასამართლომ მას სასჯელად ორი წლით პირობით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ამასთან ერთად, მან ჯარიმის სახით უნდა გადაიხადოს 75 ათასი ევრო. ლაპორტს ასევე ორი წლით ეკრძალება კომერციული სტრუქტურებში სამსახური და არჩევნებში თავისი კანდიდატურის დაყენება.
ამ განაჩენის გამოტანის შემდეგ, რომლის გასაჩივრების უფლებაც ლაპორტს ჯერ კიდევ აქვს, სპორტის მინისტრმა მას საფრანგეთის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვა. აღსანიშნავია, რომ მალე მსოფლიო რაგბიც მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას დარჩება თუ არა ბერნარ ლაპორტი ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტის თანამდებობაზე.
დამნაშავედ სცნო სასამართლომ ასევე რაგბის კლუბ მონპელიეს პრეზიდენტი, მილიარდელი მოედ ალტრადი, რომელსაც 18 თვით პირობით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. მანაც ლაპორტის მსგავსად ჯარიმის სახით 75 ათასი ევრო უნდა გადაიხადოს.
მოედ ალტრადი
აღსანიშნავია, რომ ალტრადი საფრანგეთისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების გენერალური სპონსორია. ჯერჯერობით უცნობია, სასამართლოს ამ გადაწყვეტილების გამო გააუქმებენ თუ არა კონტრაქტს ალტრადის კომპანიასთან ამ ქვეყნების რაგბის კავშირები.