ბექაური ოლიმპიადის 1/8 ფინალშია

წარმატებული სტარტი აიღო ოლიმპიადაზე ლაშა ბექაურმა.

90 კგ წონით კატეგორიაში ლაშა პირველი წრიდან თავისუფალი იყო და ტურნირზე მეორე ეტაპიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე პიოტრ კუჩერა გახლდათ.

ბექაურმა აქტიურად დაიწყო და აკონტროლებდა მატჩის მიმდინარეობას, ძირითადი დროის დასრულებამდე 2:11 წუთით ადრე კი პოლონელი ბოჭვაზე დაიჭირა და ნაადრევად მოიპოვა 1/8 ფინალის საგზური.

ლაშას მომდევნო მეტოქე ისრაელის წარმომადგენელი ლი კოჩანი იქნება. ბექაური ებრაელ ძიუდოისტს 2021 წელს ორჯერ შეხვდა და ორივეჯერ იოლად მოუგო (დოჰას მასტერსი, ევროპის ჩემპიონატი).

null

პირველი ბრძლები მოიგეს ასევე 90 კგ წონით კატეგორიის სხვა ფალავნებმაც – ნიკოლოზ შერაზადიშვილმა, მარკუს ნიმანმა, მიხაილ იგოლნიკოვმა, მამადალი მეჰდიევმა, დავლატ ბობონოვმა და ვან ტენდ ნოელმა.

ქალთა ბადეში(-70 კგ) ჯერჯერობით ერთადერთი მოულოდნელი შედეგი დაფიქსირდა – 1/8 ფინალში შვედმა ანა ბერჰოლმა წააგო იტალიელ ალისა ბელანდისთან.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *