ბექა ბურჯანის ბრწყინვალე დებიუტი „ბეტისში“ და ოვერტაიმში მოპოვებული გამარჯვება

ბექა ბურჯანაძე ესპანეთის ჩემპიონატში დაბრუნდა. საქართველოს ნაკრების ფორვარდმა „ბეტისის“ რიგებში სადებიუტო შეხვედრა გამართა და 17 ქლიანი წვლილი შეიტანა საკუთარი გუნდის გამარჯვებაში.

null

Liga Endesa-ს პირველ ტურში სევილიურმა კლუბმა საკუთარ მოედანზე „ანდორას“ უმასპინძლა და ოვერტაიმში 102:98 იმარჯვა.
ბექა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო შეხვედრაში და 12 წუთში 17 ქულა (4-დან 4 ორქულიანი, 4-დან 1 სამქულიანი, 6-დან 6 საჯარიმო) და 3 მოხსნა ქონდა. ქართველის მარგი ქმედების კოეფიციენტმა(ვალიდობა) კი +20 შეადგინა.

მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე ბურჯანაძის მიერ ჩაგდებული საჯარიმოს შემდეგ „ბეტისი“ 90:87 დაწინაურდა და თითქოს არ უნდა გასჭირვებოდა მატჩის საბოლოო გამარჯვებამდე მიყვანა, თუმცა დარჩენილ 5 წამში „ანდორას“ გამთამაშებელმა კლევინ ჰანამ ცენტრიდან „გაუშვა“ სამქულიანი და ანგარიში გაათანაბრა.

დაძაბულ ოვერტაიმში მასპინძლებმა მაინც მოახერხეს მეტოქის დამარცხება 12:8 და ესპანეთის ჩემპიონატი გამარჯვებით გახსნეს.

„ბეტისის“ რიგებში მშვენივრად ითამაშა ჰადინ ქარინგტონმა, რომლის ანგარიშზეც 22 ქულა იყო, 20 ქულა დააგროვა მარკო ტოდოროვიჩმა, 18 ქულა – ვიტო ბრაუნმა, 17 ქულა დიარის ბერტანსმა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *