ნოემბრის ტესტების დასრულების შემდეგ საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი განახლდა. დავით ნინიაშვილის და ბექა საღნაძის ლიონმა შინ დაამარცხა გათამაშების ლიდერი ტულუზი – 21:14.
ტულუზმა პირველი ტაიმი მინიმალური სხვაობით 7:6 მოიგო. თუმცა, შესვენების შემდეგ ლიონი საგრძნობლად გააქტიურდა და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა.
ნინიაშვილმა, რომელიც 79-ე წუთზე შეცვალეს 47-ე წუთზე ლელო გაიტანა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. საღინაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა.
ლიონი ამ გამარჯვების შემდეგ 29 ქულით მე-4 ადგილზეა.
ბექა გიგაშვილის ტულონმა სტუმრად ითამაშა პარიზში გიორგი მელიქიშვილის, ვასილ კაკოვინისა და სერგო აბრამიშვილის სატად ფრანსეს და 17:12 დაამარცხა.
პარიზელებმა პირველი ტაიმი მშრალი ანგარიშით 9:0 მოიგეს. თუმცა, 56-ე წუთზე ტულონელების შესანიშნავი შეტევა გიგაშვილმა ლელოთი დაასრულა. ვერ გეტყვით რატომ?, მაგრამ შერკინების ქართველი ბურჯი ლელოს გატანიდან ერთ წუთში შეცვალეს.
ძირითად შემადგენლობაში იყო მელიქიძეც, რომელიც 67-ე წუთზე არბიტრმა სინბინში გაუშვა. ათწუთიანი სასჯელის მოხდის შემდეგ ის მოედანზე აღარ დაბრუნებულა.
ორივე გუნდი პლეიოფისთვის მებრძოლთა შორისაა. სტად ფრანსეს 28 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. მას ტულონი ერთი ქულით ჩამორჩება.