ბექა გორგაძე და ლექსო ყაულაშვილი ტურის სიმბოლურში

ქართველი მორაგბეების საუკეთესოთა შორის დასახელება დიდი ხანია აღარავის უკვირს. ასე იყო ამჯერადაც. საფრანგეთში სარაგბო ჩემპიონატის მე-13 ტურის შეხვედრები გაიმართა და სიმბოლურ ნაკრებში ორი ქართველი მორაგბე მოხვდა. ესენია: ლექსო ყაულაშვილი (ბორდო) და ბექა გორგაძე (პო).

ლექსო ყაულაშვილის ბორდომ, რომელიც ბოლო ხანს კრიზისს განიცდის სტუმრად, მოულოდნელად დაამარცხა ალექსანდრე ქუნთელიას ლა როშელი – 12:8.

ყაულაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და 52-ე წუთზე შეცვალეს. ბორდოს ამ გამარჯვების შემდეგ 30 ქულა დაუგროვდა და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ლა როშელი მას ორი ქულით უსწრებს და მე-5 საფეხურზე იმყოფება.

ბექა გორგაძისა და გურამ პაპიძის პო შინ ფრეს დასჯერდა კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლუკა ჭელიძის ბაიონთან მატჩში – 22:22. გორგაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, პაპიძე 47-ე წუთზე შეცვალეს, მიაქუტაძე მოედანზე 20 წუთის შემდეგ გამოჩნდა.

პო 27 ქულით მე-10 ადგილზეა, ბაიონი მას ოთხი ქულით უსწრებს და მეექვსეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *