ბექა გორგაძე ოფიციალურად წარადგინეს

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე პომ გუნდი ახალწვეულები წარადგინა. მათ შორისაა და საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი და ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე ბექა გორგაძე.

გორგაძემ გასული სეზონი ბორდოში გაატარა. სამწუხაროდ, ნოემბრის ერთა თასზე საქართველოს ნაკრებში ასპარეზობისას ის მძიმედ დაშავდა და თითქმის მთელი სეზონი გაუცდა. ბექამ ტრავმა მოირჩინა და ახლა რეაბილიტაციის ეტაპს გადის. ის სათამაშო ფორმაში სექტემბრისთვის, სეზონის დაწყების წინ ჩადგება.

აღსანიშნავია, რომ პომ ელიტაში ადგილი ბოლო ტრურში გამარჯვების შედეგად შეინარჩუნა. ეს გუნდი საბოლოოდ მე-13 ადგილს დასჯერდა. თუმცა,  ახალი სეზონიდან ახალ სიმაღლეებს შეუტევს. პო 18 მორაგბემ დატოვა. მათ შორის აღმოჩნდა 24 წლის ქართველი შერკინების ბურჯი ომარ ოდიშვილიც, რომელმაც ამ გუნდში ხუთი წელიწადი გაატარა. მან ჟიფის სტატუსი მიიღო და საფრანგეთში ლეგიონერად აღარ ითვლება. სად განაგრძობს კარიერას ოდიშვილი უცნობია.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *