ბექა გორგაძე სეზონის საუკეთესო ახალწვეულებშია

ფრანგულმა ყოველდღიურმა გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა გასული სეზონის საუკეთესო ახალწვეულები გამოავლინა. მათ შორის მოხვდა საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელმაც სეზონის დაწყების წინ ბორდო დატოვა და პოში გადავიდა, სადავ ის მალევე გახდა გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე.

აი, რას წერს ბექა გორგაძეზე გამოცემა:

“სრულიად მოულოდნელად ბექა გორგაძემ ბორდო დატოვა და პოში გადაბარგდა. ამ გუნდში თამაშმა ხშირად მოუწია და, მისთვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო სეზონი იყო. ის გუნდის საუკეთესო მოთამაშე გახდა. მის ანგარიშზე ჯამში 206 ბოჭვა დაგროვდა და მხოლოდ 18 ბოჭვა გაუცუდდა. გორგაძე დაცვაში გაუვალი გახლდათ.

თუმცა, ბექა ბურთით ხელშიც საკმაოდ სასარგებლოდ ირჯებოდა. ბურთის კარგი წამღები, ცდილობდა თავისი ფიზიკური ძალა და სათამაშო ინტელექტი გამოეყენებინა, რათა გუნდის შეტევების წრმართველი ძალა ყოფილიყო.

ქართველი მესამეხაზელი პოს საუკეთესო ახალწვეული იყო, მის მეგობარ ჯორდან ჯოზეფთან ერთად”.

აღსანიშნავია, რომ საუკეთესო ახალწვეულებად დაასახელეს: ჟაკ მერსერი და

პაოლო გარბიზი (ორივე-მონპელიე), აიმერიკ ლუკი (ტულონი) და ბაუტისატა დელგუი (პერპინიანი).

საუკეთესო ახალწვეულების კანდიდატთა შორის მოხვდა ქართველი მესამეხაზელი ბექა საღინაძე (ლიონი). მასთან ერთად განიხილებოდა ჯორდან ჯოზეფის (პო), ტევიტა რატუვას (ბრივი), ჯონათან დანტის (ლა როშელი), რომენ ტაოფიფენუა (ლიონი) და ჯუტა ვაინიკოლოს (ტულონი) კანდიდატურები.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published.