საქართველოს ნაკრების და ფრანგული “ლიონის” მესამეხაზელი ბექა საღინაძე საფრანგეთის ჩემპიონატის მე-7 ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს. აღსანიშნავია, რომ საღინაძისა და საქართველოს ნაკრების ფულბეკის დავით ნინიაშვილის “ლიონმა” შინ პირველი მარცხი აგემა გათამაშების ლიდერს და ფრანგული რაგბის გრანდს “ტულუზს” – 25-19.
საღინაძემ, რომელიც 71-ე წუთზე შეცვალეს მე-15 წუთზე შესანიშნავი ლელო გაიტანა. მან მეტოქე 20-ჯერ შებოჭა და ბურთი წინ 12-ჯერ წაიღო. ის პირველხაზელ დემბა ბამბასთან ერთად გუნდში საუკეთესო იყო.
71-ე წუთზე ჩაება თამაშში დავით ნინიაშვილი და თავის მოკრძალებული წვლილი შეიტანა ლიონელთა გამარჯვებაში.
“ლიონი” ახლა 21 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ “ტულუზს” ხუთი ქულით ჩამორჩება.