La Grande Mêlée TOP 14-მა საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურის ოცნების გუნდი შეადგინა, რომელშიც საქართველოს ნაკრებისა და “ლიონის” მესამეხაზელი ბექა საღინაძე მოხვდა.
საღინაძისა და დავით ნინიაშვილის “ლიონმა” სტუმრად ითამაშა ლუკა აზარიაშვილის, თორნიკე ჯალაღონიასა და გიორგი ნუცუბიძის “ბიარითან” და 40:5 დაამარცხა.
საღინაძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, აზარიაშვილი ნუცუბიძემ 53-ე წუთზე შეცვალა, ჯალაღონია თამაშში 61-ე წუთიდან ჩაერთო.
La Grande Mêlée TOP 14-მა საღინაძის თამაში 9,7 ვარსკვლავით შეაფასა და მაქსიმალურ შეფასებამდე (10 ვარსკვლავი) ცოტა დააკლდა.