საქართველოს ნაკრებისა და ლიონის მესამეხაზელი ბექა საღინაძე ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა მიდი ოლიმპიკმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელა. ქართველი მორაგბე საუკეთესოთა შორის უკვე მესამედ დაასახელეს.
შეგახსენებთ, რომ ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის ლიონმა შინ მიიღო სოსო ბეკოშვილის, ვანო კარკაძის, ლუკა ჯაფარიძის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის ბრივი და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 41:0.
საღინაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 70-ე წუთზე ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა. პრველი მან ტულუზთან მატჩში 17 ოქტომბერს გაიტანა.