საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მორგი ტურის შეხვედრები გაიმართა. ბექა საღინაძისა და დავით ნინიაშვილის ლიონმა შინ მიიღო სოსო ბეკოშვილის, ვანო კარკაძის, ლუკა ჯაფარიძის, ოთარ გიორგაძის, ვასილ ლობჟანიძისა და თედო აბჟანდაძის ბრივი და მშრალი ანგარიშით დაამარცხა – 41:0.
საღინაძემ, რომელმაც თავიდან ბოლომდე ითამაშა, 70-ე წუთზე ლელო გაიტანა. საქართველოს ნაკრების მესამეხაზელისთვის მიმდინარე სეზონში ეს მეორე ლელოა. პრველი მან ტულუზთან მატჩში 17 ოქტომბერს გაიტანა.
ლობჟანიძე, კარკაძე და ჯაფარიძე 53-ე წუთზე შეცვალეს, გიორგაძე თამაშში 62-ე წუთიდან ჩაერთო, აბჟანდაძემ სრულად ითამაშა. ნინიაშვილი განაცხადში არ იყო.
ლელო გაიტანა საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა მესამეხაზელმა ბექა გორგაძემ. პოსა და ტულონის მატჩში, როელშიც ის 50-ე წუთიდან ჩაერთო გორგაძემ ლელო მატჩის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაიტანა და თავისი გუნდი მარცხს გადაარჩინა – 16:16. აღსანიშნავია, რომ ტულონის ძირითად შემადგენლობაში იყო კიდევ ერთი ბორჯღალოსანი ბექა გიგაშვილი, რომელიც 50-ე წუთზე შეცვალეს.