ბექა შვანგირაძე მსოფლიოს ამომავალი ვარსკვლავია

საქართველოს ნაკრებისა და ფრანგული ორიაკის მესამეხაზელი ბექა შვანგირაძე პოპულარულმა ფრანგულმა გამოცემამ მსოფლიოს რაგბის ამომავალ ვარსკვლავებს შორის დაასახელა.

აი, რას წერს მასზე პლანეტრაგბი:

“ზაფხულის სერიებზე, ვინც საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების თამაშებს თვალს ადევნებდით, ბექა შვანგირაძეზე აუცილებლად გაამახვილებდით ყურადღებას. ბექა ყველა მატჩში გამოირჩეოდა და  ოთხ თამაშში სამი ლელო გაიტანა. ამასთან ერთად, მას შესანიშნავად აქვს განვითარებული სიჩქარის ტემპის ცვლილება და სალელოვე ალღო. ცხადია, ის არც საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ლევან მაისაშვილს დარჩენია მხედველობის მიღმა. გამორიცხული არ არის, 2023 წელს შვანგირაძის აქტიური საერთაშორისო კარიერა დაიწყოს.”

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთში შვანგირაძე წლის აღმოჩენათა შორის ნომნაციაში მოხვდა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *