ბიელსა… რატომ ჩავარდა ლიდსი?

მარსელო ბიელსას, შესაძლოა, იანვარში მოუწიოს ლიდსიდან წასვლა. არგენტინელი სპეციალისტის ხელში, იორკშირელებმა ბევრსაც მიაღწიეს, როცა პრემიერლიგში დაბრუნდნენ, მაგრამ ბოლო მატჩებში საშინელი შედეგები აქვთ…

ბიელსას საყვედურობენ, რომ მონახაზს ჯიუტად არ ცვლის და ლიდსი იოლად გაშიფვრადი გუნდია. ადარებენ არსენ ვენგერის ბოლო წლებს არსენალში – როცა გუნდი ვერაფერს აღწევდა, მაგრამ ფრანგი არაფერს არ ცვლიდა.

ლიდსმა ბოლო 4 მატჩში 16 გოლი გაუშვა. გარკვეულწილად ეს საყრდენ კელვინ ფილიპსის არყოფნითაც აიხსნებოდა, თუმცა იწერება, რომ ბიელსათიც უკმაყოფილოები არიან კლუბის ხელმძღვანელები. ლიდსი ბოლოდან მეხუთე ადგილზეა.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *