ბითაძის 12 ქულა და 5 მოხსნა “პელიკანსთან”

“ინდიანა” აგრძელებს გასვლით ტურნეს დასავლეთ კონფერენციის გუნდებთან. რიკ კარლაილის გაწვრთნილი “პეისერზი” ამჯერად ნიუ ორლეანს ესტუმრა და ადგილობრივ “პელიკანზთან” მძიმე ბრძოლაში 113-117 დამარცხდა.

ორივე გუნდი დიდი დანაკლისით შეხვდა მატჩს – სტუმრებს სხვადასხვა ტრავმების გამო არ ყავდათად საბონისი, ბროგდონი და ტერნერი, ხოლო მასპინძლებმა ორი ლიდერი მოისაკლისეს ზაიონ ვილიამსონის და ბრენდან ინგრამის სახით.

გოგა ბითაძე “ინდიანას” სასტარტო ხუთეულში მოხვდა და პარკეტზე 22 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში ქართველი ცენტრის ანგარიშზე 12 ქულა, 5 მოხსნა და 3 შედეგიანი გადაცემა იყო. გოგამ 6-დან 4 ორქულიანი ჩააგდო და ერთი სამქულიანი ააცილა, საჯარიმოს ხაზიდან კი 6 მცდელობიდან 4 სროლა შეასრულა ზუსტად.

null

მატჩი უაღრესად თანაბარი და დაძაბული გამოდგა. ვერცერთმა გუნდმა ვერ მოახერხა 8 ქულაზე მეტი სხვაობით წინ გასვლა, 12 ჯერ შეიცვალა ლიდერი, ხოლო ათჯერ თანაბარი ანგარიში დაფიქსირდა.

მეოთხე მეოთხედის უკანასკნელ წამებზე “პელიკანსი” 115-113-ს იგებდა, რა დროსაც კარის ლევერტმა გადამწყვეტი სამქულიანი ააცილა, ბურთი ალექსანდრ-ვოკერმა მოხსნა, “ინდიანა” მასზე ტაქტიკურად დაჯარიმდა, თუმცა ნიკმა ცივსისხლიანად ორივე ერთქულიანი ჩააგდო და საკუთარ გუნდს მატჩი მოაგებინა 117-113.

“ნიუ ორლეანმა” სამწამიან ზონაში აღებული ქულებით 64-32 დაჯაბნა მეტოქე, მასპინძლებმა 31-დან 29 საჯარიმო ჩააგდეს და 3-ით მეტი მოხსნა შეასრულეს 45-42. სწორედ ეს კომპონენტები გახლდათ რეალურად გადამწყვეტი ფაქტორი, რისი წყალობითაც “პელიკანსმა” სეზონში მე-18 გამარჯვება მოიპოვა (28 მარცხი), ხოლო “ინდიანა” 31-ედ დამარცხდა (17 გამარჯვება).

Leave a comment

Your email address will not be published.