ბილ ბომონტი საქართველოშია

თბილისს მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი ბილ ბომონტი, აღმასრულებელი დირექტორი ალან გილპინი და საერთაშორისო მიმართულებების ხელმძღვანელი დევიდ ქერიგი ეწვია. მსოფლიო რაგბის უმაღლესი დონის დელეგაცია რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის გარდა, საქართველოს პრემიერ-მინისტრს და ვიცე-პრემიერს, სპორტისა და კულტურის მინისტრსაც შეხვდა.

დიდ დიღომში, ლელო არენაზე ქართული რაგბისა და ახალგაზრდობისთვის უმნიშვნელოვანესი დღე იყო. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, განათლების სამინისტროს, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ ქართუსა და საქართველოს რაგბის კავშირს შორის ოთხმხრივი მემორანდუმი გაფორმდა.

მსოფლიო რაგბის პროექტი – აერთე რაგბში, ამიერიდან ქართულ სკოლებში ამოქმედდება და ქართულ რაგბის მნიშვნელოვან ბენეფიტებს მოუტანს.

პროექტში პირველ ეტაპზე საქართველოს 11 რეგიონის 150 სკოლა ჩაერთვება. ბავშვებთან 60 ინსტრუქტორი და 300 გადამზადებული მასწავლებელი იმუშავებს, გოგონათა და ბიჭების რაოდენობა კი, 15 000 შეადგენს. 8-წლიანი პროგრამის თანახმად, 2030 წლისთვის ჩაერთე რაგბში 2000-მდე სკოლის 100-120 ათას გოგონასა და ბიჭს მოიცავს, რაც საბოლოოდ რეგისტრირებულ მორაგბეთა რაოდენობას, რომელიც დღესდღეისობით 8 ათასს შეადგენს, გააოთხმაგებს.

ბილ ბომონტი, მსოფლიო რაგბის პრეზიდენტი:

“მინდა ავღნიშნო რამდენად კმყოფილია მსოფლიო რაგბი იმ ფაქტით, რომ დღეს ამ ღონისძიების მომსწრე გახდა. ძალიან მნიშვნელოვანია სპორტისა და განათლების ასეთი მჭიდრო კავშირი. ვხედავთ, როგორ იზრდება ქართული რაგბი ყოველწლიურად და, სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ამ ქვეყანას ბევრი სარაგბო ტალანტი ყავს.”

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *