ბლანი ზაფხულამდე

მანჩესტერ იუნაიტედში ოლე გუნარ სულშერის ბედი ხომ უკვე გადაწყვეტილია და ისიც ცნობილია, რომ უახლოესი რამდენიმე მატჩისთვის გუნდს მაიკლ ქერიკი მოამზადებს, აქამდე სულშერის ასისტენრი იყო.

ახლა სულშერის სავარაუდო მემკვიდრეებზე: აქამდე უკვე ნახსენები იყვნენ პსჟ-ს თავი მაურისიო პოჩეტინო, ლესტერის თავკაცი ბრენდან როჯერსი და ზინედინ ზიდანი. ამ ჩამონათვალს სევილიას თავკაცი ხულენ ლოპეტეგიც დაემატა.

See the source image

შუა სეზონში სხვა გუნდიდან მწვრთნელის წამოყვანა სერიოზული პრობლემა იქნება და მანჩესტერში სათადარიგო ვარიანტსაც განიხილავენ: ლორან ბლანს პსჟ-ში მწვრთნელობის გამოცდილება აქვს და ფეხბურთელობისას მანჩესტერის ღირსებაც დაუცავს.

ამჟამად ბლანი ყატარულ ალ-რაიანს წვრთნის და თუ დათანხმდება, სულ მცირე, სეზონის ბოლომდე ჩააბარებენ გუნდს.

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *