ბლედისლოუ ისევ ოლ ბლექსისაა

ოკლენდში, ახალი ზელანდიის ნაკრებმა ბლედისლოუს თასზე ავსტრალიი ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და 33:25 დაამარცხა. გუნდებმა ოთხ-ოთხი ლელო მიითვალეს, მაგრამ ოლ ბლექსის მგეზავმა რიჩი მოუნგამ კარში უკეთ ურტყა და გამარჯვებაც მასპინძლებს დარჩათ.

თუმცა, წესით, ახალი ზელანდიის ნაკრების გამარჯვება სათუო არ უნდა ყოფილიყო, რადგან 65-ე წუთისთვის უკვე 33:8 იგებდნენ. ვოლაბებს მეორე სუნთქვა გაეხსნათ და სამი ლელო მიითვალეს, რომელთაგან მხოლოდ ერთი გარდასახეს.

ორი ლელო ავსტრალიელთა ფულბეკმა ტომ ბენქსმა გაიტანა. აღსანიშნავია, რომ უკვე 18 წელიწადია ბლედისლოუს თასი ახალი ზელანდიის ნაკრების საკუთრებაში რჩება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *