ჟერომ ბოატენგს ბაიერნთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტია. ფაბრიციო დი რომანოს ცნობით, ფეხბურთელი კარიერას ლიონში გააგრძელებს. იტალიელი ჟურნალისტი იუწყება, რომ ბოატენგი პირველ სექტემბერს სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც 2 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ბოატენგი ბაიერნში 2011 წლის ზაფხულში მანჩესტერ სიტიდან გადავიდა. რეკორდმაისტერებთან ერთად მან ბუნდესლიგა (9), გერმანიის თასი (5), გერმანიის სუპერთასი (2), ჩემპიონთა ლიგა (2), უეფას სუპერთასი (2) და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი (2) მოიგო.
რაც შეეხება ლიონს, ლიგა 1-ის საწყის 4 ტურში გუნდმა 1 თამაში მოიგო, 2 ფრედ ითამაშა, 1 წააგო და 5 ქულით მე-9 ადგილზეა. უახლოეს მატჩს ლიონი სტრასბურგის წინააღმდეგ ჩაატარებს.