დღეს, 9 სექტემბერს ჟერომ ბოატენგი მიუნხენის სასამართლოში უნდა გამოცხადდეს. საქმე იმაშია, რომ ყოფილმა მეუღლემ, რომელთანაც 2 შვილი ჰყავს, ჟერომს უჩივლა. ქალმა განაცხადა, რომ თანაცხოვრებისას ბოატენგმა მასზე ფიზიკურად არაერთხელ იძალადა.
ბოატენგი ბრალდებას უარყოფს და ცილისწამებას უწოდებს. იმ შემთხვევაში თუ ფეხბურთელს ბრალი დაუმტკიცდება, მას 5 წლიანი პატიმრობა ემუქრება.
შეგახსენებთ, რომ გამოცდილ ცენტრალურ მცველს ბაიერნთან კონტრაქტი დაუმთავრდა და თავისუფალი აგენტის სტატუსით ლიონს შეუერთდა.