უელსი-ახალი ზელანდია 16:54
უელსი: ლ – ჯ.ვილიამსი. 3ს – ანსკომბი (2), პრისტლენდი. გ – პრისტლენდი
ახ.ზელანდია: 7ლ – ბ.ბარეტი (2), პერენარა, ჯორდანი, ლინარტ-ბრაუნი, პაპალიი, რისი. 5გ,3ს – ჯ.ბარეტი
სინბინი: ლაულალა
მსაჯი: მეტიუ რეინალი
ნოემბრის ტესტები 30 ოქტომბერს დაიწყო. კარდიფში, პრინციპალითი სთედიიმზე უელსის ნაკრებმა ახალი ზელანდიის ეროვნული გუნდი მიიღო და 16:54 დამარცხდა.
“წითელი ურჩხულები” მეტოქეს მეტ-ნაკლებ წინააღმდეგობას 64-ე წუთამდე უწევდნენ. “ოლ ბლექსის” ანგარიშზე აქამდე სამი ლელო იყო. სამთამაშის დსრულებამდე დრჩენილ 16 წუთში კი, საბოლოოდ გაილაღა და ოთხი ერთმანეთზე ლამაზი ლელო გაიტანა.
ახალზელანდიელთა მგეზავმა ბოდენ ბარეტმა, რომელმაც მე-100 კეპი მიითვალა, ორი ლელოს გატანა შეძლო. მოპოვებული კეპებით მსოფლიოს რეკორდსმენი უელსელი ალან ვინ ჯოუნზი კი, მატჩის დასაწყისშივე დაშავდა და შესაცვლელი შეიქნა. ხუთი გარდასახვა და სამი საჯარიმო ბოდენის ძმის, ჯორდის ანგარიშზეა (19 ქულა).
კიდევ ერთ მატჩში, ედინბურგში შოტლანდიის ნაკრებმა ტონგას ეროვნულ გუნდს უმასპინძლა და 60:14 დაამარცხა.
6 ნოემბერი
რუმინეთი-ურუგვაი
საფრანგეთი-არგენტინა
უელსი-სამ.აფრიკა
იტალია-ახალი ზელანდია
შოტლანდია-ავსტრალია
ინგლისი-ტონგა