ბოიკოტი რუსეთს: სამი მხრიდან…

შვედეთმა და პოლონეთმა ოფიციალურად უარი განაცხადეს რუსეთთან თამაშზე. ჩეხეთის ბოიკოტი რჩებოდა და მოგვიანებით ესეც მოხდა. ცნობილმა ჩეხმა, ოქროს ბურთის მფლობელმა (2003) და ამჟამად იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტმა პაველ ნედვედმა ასეთი კომენტარი გააკეთა:

„უნდა ვაღიარო, რომ ფეხბურთზე სრულად კონცენტრაცია მიჭირს. აღმოსავლეთ ევროპიდან ვარ, ამიტომაც კარგად მესმის უკრაინელების. იქიდან არცთუ შორს გავიზარდე. არავინ არ იმსახურებს ასეთ საშინელებს, ასეთ განცდებს

…ვესაუბრე ჩვენს პოლონელ მეკარე ვოიცეხ შჩესნის, რომელიც უარს ამბობს ფლეი-ოფში რუსეთთან თამაშზე. მისი მშვენივრად მესმის. ველოდები, რომ ჩეხეთიც იგივე განცხადებას გააკეთებს, როგორსაც პოლონეთი და შვედეთი. არ ვიცი, რას უცდიან“. (Football Italia)

P.S. გაირკვა, რომ ბოიკოტს ჩეხეთიც შეუერთდა. 

მარტის ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელი ფლეი-ოფებია, მათ შორის, რუსეთი-პოლონეთი, შვედეთი-ჩეხეთი. გამარჯვებულები შემდეგ ფინალში შეხვდებიან ერთმანეთს და ამ ოთხიდან საუკეთესო გავა მსოფლიოზე. თუმცა დიდი ალბათობით, ეს მატჩები აღარ ჩატარდება.

რუსებს იმედი აქვთ, რომ ფიფა მეტოქეებს დასჯის და ტექნიკურ წაგებას ჩაუთვლის, თუმცა ვნახოთ. უეფამ ქმედითი ნაბიჯი გადადგა და ომის დაწყების დღესვე გამოაცხადა: ჩემპიონთა ლიგის ფინალი სანკტ-პეტერბურგის ნაცვლად პარიზში. იქნება ფიფა ასეთი თამამი?

შჩესნის სიტყვები: „უარს ვამბობ რუსეთის წინააღმდეგ მინდორზე გასვლაზე. ისინი რუსეთის ღირსებას იცავენ, მე კი მათი ჰიმნის მოსმენაზე უარს ვამბობ“.

Leave a comment

Your email address will not be published.