ბოკემ რევანში აიღო

GOLD COAST, AUSTRALIA - OCTOBER 02: South Africa celebrate winning The Rugby Championship match between the South Africa Springboks and New Zealand All Blacks at Cbus Super Stadium on October 02, 2021 in Gold Coast, Australia. (Photo by Jono Searle/Getty Images)

სამ.აფრიკა-ახალი ზელანდია 31:29

ს.აფრიკა: 2ლ – დე ალენდე, მაპიმპი. 6ს – პოლარდი (4), ე.იაინკისი. ა – ე.იაინკისი

ახ.ზელანდია: 3ლ – ა.სავეა, რისი, ვებერი. 4ს,გ – ჯ.ბარეტი

ოთხი ერის გათამაშების ბოლო ტურში სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებებს შორის, უკიდურესად დაძაბული გამოდგა. მართალია, ოლ ბლექსმა ტურნირი უკვე მოიგო, მაგრამ პრესტიჟი პირველობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ამჯერად, ახალზელანდიელებმა გამარჯვება ხელიდან ბოლო წამებზე გაუშვეს – 29:31.

არადა, პირველი ტაიმი ოლ ბლექსმა 20:11 მოიგო. შესვენების შემდეგ ბოკე უფრო მძლავრად ამოქმედდა. გაცილებით უკეთ ურტყამდა კარში სამხრეთაფრიკელთა მგეზავი ჰანდრე პოლარდი. თუმცა, მსოფლიოს თასის მფლობელებს გამარჯვება სხვა დამრტყმელის ენტონი იაინკისის ფეხჩუბინობამ მოუტანა.

დასკვნით ხუთ წუთში მოვლენები ელვისებური სისწრაფით განვითარდა. წინ ხან ბოკე იყო, ხან ოლ ბლექსი. ბოლოს, როცა სამხრეთ აფრიკა 28:29 აგებდა, ახალზელანდიელები ზედ საკუთარი კარის წინ დაჯარიმდნენ. იაინკისმა შანსი ხელიდან არ გაუშვა და ბოკეს გამარჯვება მოუტანა. შედეგად, სამხრეთ აფრიკამ მსოფლიოს რეიტინგში პირველი ადგილი დაიბრუნა.

 

სატურნირო მდგომარეობა

1.ახალი ზელანდია – 25 ქულა, 2. ავსტრალია – 18, 3. სამხრეთ აფრიკა – 15, 4. არგენტინა – 0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *