ბოკემ სერიაში ანგარიში გაათანაბრა

სამხრეთ აფრიკის ნაკრებმა კეიპთაუნში, ბრიტანელ ლომების სერიის მეორე მატჩში 27:9 მოუგო და საერთო ანგარიში გაათანაბრა.

მატჩის პირველი ტაიმი საკმაოდ უსახური გამოდგა და გუნდებმა მეტი დრო ერთმანეთთან ძიძგილაობაში გაატარეს, ვიდერე თამაშში. ტაიმი კი, 9:6 ბრიტანელმა ლომებმა მოიგეს.

შესვენების შემდეგ სამხრეთ აფრიკამ მთლიანად იგდო ხელთ უპირატესობა და სტუმრებმა მონაგარის გაზრდა ვერაფრით შეძლეს. ბოკემ კი, ორი ლელო და სამი საჯარიმო მიითავალა და დამსახურებულად გაიმარჯვა.

სერიის მესამე, გადამწყვეტი მატჩი კეიპთაუნში 7 აგვისტოს გაიმართება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *