გუშინ კორონავირუსის ტესტზე დაებითი პასუხი სამხრეთ აფრიკის ნაკრების მეორეხაზელ ლუდ დე იაგერს მოუვიდა და მთელი გუნდი იზოლაციაში გადავიდა. დღეს განმეორებითმა ტესტმა კიდევ უფრო მეტი დაინფიცირებული გამოავლინა.
კოვიდი შეეყარათ მორაგბეებს მარვინ ორის, ფრანსუა სტეინს, ფრანს მალერბეს და ჰენდრე პოლარდს. ასევე სტაფის ექვს წევს, მათ შორის მთავარ მწვრთნელ ჟაკ ნიენაბერს.
ტესტზე ოთხი დადებით პასუხი მივიდა საქართველოს ნაკრების ბანაკშიც. აქედან, გამომდინარე, დიდი ალბათობით ბოკესთან მატჩი, რომელიც 9 ივლისს უნდა გაიმართოს, ჩაიშლება.
სავარაუდოდ, ვერ ითამაშებენ ბლუ ბულზის წინააღმდეგ ბრიტანელი ლომებიც, რომლის ხელმძღვანელებმაც იმედი გამოთქვეს, რომ საართველოს ნაკრების წინააღმდეგ მაინც ითამაშებენ. ერთი სიტყვით, ოფიციალურად, ყველაფერს ნათელი ხვალ მოეფინება.