ბოკეს რეპეტიცია მთავარ ბრძოლებამდე (Video)

სამხრეთ აფრიკის A ნაკრებმა კეიპთაუნში ბრიტანელი ლომები 17:13 დაამარცხა. მასპინძელთა გუნდს A ნაკრები ერქვა, მაგრამ შემადგენლობა, სინამდვილეში თითქმის ოპტიმალური იყო. გუნდის ძირითად შემადგენლობაში იყვნენ პაფ დე კლერკი, ჩესლინ კოლბი, ებენ ეცებეტი, ფრანკო მოსტერტი, მორნი სტეინი და სხვები.

ერთი სიტყვით, სამხრეთაფრიკელებმა მეტოქეს ყველ კომპონენტში აჯობეს და პირველი ტაიმი 17:3 მოიგეს. ბრიტანელმა ლომებმა, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო შვიდი წუთი მეტოქის ლელოს იერიშში გაგატარეს, ლელოს გატანა ვერაფრით შეძლეს. თუმცა, სამხრეთაფრიკელებმა თავდადებულ ბრძოლაში წესების დარღვიეს და ორი მორაგბე დაკარგეს, რომლებიც არბიტრმა სინბინში გაუშვა.

შესვენების შემდეგ, ორი კაცით ნაკლებმა მასპინძელთა გუნდმა ბრიტანელების შეტევას ვეღარ გაუძლო. სტურებმა თითო გარდასახული ლელო და საჯარიმო გაიტანეს – 13:17.

მიხედავად იმისა, რომ მატჩის დასრულებამდე საკმაოდ დიდი დრო იყო დარჩენილი, ანგარიში აღარ შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთ აფრიკის ნაკრები ბრიტანელ ლომებთან სამ მატჩს გამართავს. პირველი შეხვედრა 24 ივლისს გაიმართება. მომდევნო კი, ერთი კვირის თავზე. ბოლო, მესამე შეხვედრა 7 აგვისტოს შედგება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *