ბოკე ექვს ერში არ ითამაშებს

The South Africa Springboks ahead of their match against New Zealand All Blacks during the Round 6 Rugby Championship match at the Cbus Super Stadium on the Gold Coast, Saturday, October 2, 2021. (AAP Image/Regi Varghese) NO ARCHIVING, EDITORIAL USE ONLY ** STRICTLY EDITORIAL USE ONLY, NO COMMERCIAL USE, NO BOOKS **

ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტრომა ბენ მორელმა ახლახანს ოფიციალურად განაცხადა, რომ ექვს ერის გათამაშებაში სამხრეთ აფრიკის დამატება უახლოეს მომავალში გამორიცხულია.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს თასის ამჟამინდელ მფლობელების მომავალს დაჟინებით უკავშირებდნენ ამ ტურნირს. არადა, სამხრეთ აფრიკის რაგბის კავშირმა უკვე გააფორმა ხელშეკრულება სანზაართან, რომელიც ბოკეს ოთხი ერის გათამაშებაში ასპარეზობას 2030 წლამდე ითვალისწინებს.

ექვსი ერის ხელმძღვანელები ივლისისა და ნოემბრის ტესტების გაფართოებაზე მუშაობენ და 2023 წლის მსოფლიოს თასის დასრულების შემდეგ, შესაძლოა, საფუძველი ახალ ყოველწლიურ ტურნირს ჩაეყაროს, რომელშიც ორივე ნახევარსფეროს დაუკეთესო გუნდები იასპარებენ.

“ამჟამად, ექვსი ერის გათამაშბაში სამხრეთ აფრიკის ჩართვა არ განიხილება. ჩვენი ყურადღება ივლისისა და ნოემბრის ტესტების მნიშვნელობის გაზრდიკენაა მიმართული. 140 წლის განმავლობაში ექვსი ერის გათამაშება ძალიან იშვიათად ცვლიდა ფორმატს. ეს ის თემაა, რომელსაც ჩვენ ერთობ ფრთხილად ვუყურებთ.” – თქვა ექვსი ერის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენ მორელმა.

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *