ჰაცუ ბაშოს მე-15 დღეს, ტოჩინოშინი იჩინოჯოს შეერკინა. გოლიათები ამ დაპირისპირებას თანაბარი ბალანსით – 7:7-ზე – შეხვდნენ. გამარჯვებული კაჩი-კოშის (დადებითი ბალანსი) შეასრულებდა, დამარცხებული კი მაკე-კოშის (უარყოფითი ბალანსი).
ორივე რიკიშის იოცუ-ძუმო (მავაშიში ჭიდილი) უყვარს, თუმცა მონღოლი გოლიათი უკეთეს ფორმაშია – იჩინოჯო მე-2 მაეგაშირაა, ტოჩინოშინი კი – მე-15.
ამან დოჰიოზე თავი იჩინა. ლევან გორგაძემ გამარჯვებისთვის ყველაფერი გააკეთა, თუმცა ფიზიკური ფორმა გადამწყვეტი აღმოჩნდა.
ამ ბაშოს შემდეგ, უდიდესი ალბათობით, ტოჩინოშინი არ დაქვეითდება და მე-15 მაეგაშირადან 1 საფეხურს დათმობს – მე-16 გახდება…