ბოლო საათებში კარდიოლოგიური კურსების გაყიდვები საოცრად იზრდება

ევროპის ჩემპიონატის პირველი ტური საკმაოდ საინტერესოდ მიმდინარეობს, ჩემპიონატი არასაფეხბურთო ელემენტებითაც „გამორჩეულია“, კოპენჰაგენში დანიისა და ფინეთის ნაკრებების დაპირისპირა მთელი მსოფლიოს ყურადღების ქვეშ მოექცა, მატჩის მიმდინარეობისას მოულოდნელად მასპინძელთა კაპიტანმა გონება დაკარგა და მოედანზე დაეცა, როგორც შემდგომ გაირკვა კრისტიან ერიქსენს გულის შეტევა დაუფიქსირდა, მედიკოსებმა ფეხბურთელს ყველა საჭირო პროცედურა მოედანზევე ჩაუტარეს, ამჟამად ფეხბურთელი ჰოსპიტალშია და თავს კარგად გრძნობს.

 

წითელი ჯვრის განცხადებით ბოლო 48 საათში დაახლოებით 500 Cardiopulmonary resuscitation (CPR) კურსი გაიყიდა – ეს არის პროცედურა სახელად – გულ – ფილტვის რეანიმაცია, სამედიცინო დახმარება, რომელიც შემთხვევიდან რამდენიმე წამში მედიკოსებმა ერიქსენს ჩაუტარეს და მისი სიცოცხლე იხსნეს.

 

გულის მსოიფლიო ფონდის განცხადებით მათი ვებ-გვერდი ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას აღწევს და ადამიანები ინფორმაციის მიღების გარდა, გარკვეული ვებინარების და სალექციო კურსების შეძენას აქტიურად ახორციელებენ.

 

გარდა ამისა დანიის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით სპეციალურ ინფორმაციულ შეხვედრებზე, რომელიც მოქალაქეების საბაზისო ცოდნის გაღრმავებას და ინფორმაცის გაცვლას ემსახურება, ჯავშნები სწრაფად იზრდება და შეხვედრებზე მსურველებს დიდი შექმნილი რიგის გამო დალოდება შემოდგომამდე მოუწევს.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *