ბოლო ტურის დრამა – 2 მატჩი 4 გოლი და კარგი სანახაობა

დღეს ევროპის ჩემპიონატზე მესამე ტურის F ჯგუფში გერმაანია უნგრეთს შეხვდა, საფრანგეთი კი პორტუგალიას. ორივე მატჩი შესანიშნავი სანახავი იყო და ორივე შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა. საფრანგეთი – პორტუგალიის მატჩში დუბლები კრიშტიანუ რონალდუმ და კარიმ ბენზემამ შეასრულეს, გერმანია – უნგრეთში კი გერმანელთა მხრიდან გოლები კაი ჰავერტსმა და ლეონ გირეტსკამ შეაგდეს, უნგრელებიდან კი თავი შალაიმ და შაფერმა გამოიჩინეს.

დღევანდელ დღეს განსაკუთრებული ის მოხდა, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ნაკრებში 109-ე გოლი გაიტანა, რითიც ირანელ ალი დაეის გაუთანაბრდა. ეროვნულ გუნდში ამ 2-ზე მეტი ბურთი აქამდე არავის გაუტანია.

F ჯგუფში საფრანგეთმა 5 ქულით პირველი ადგილი დაიკავა და 1/8 ფინალში შვეიცარიას შეხვდება, გერმანია 4 ქულით მეორეზე გავიდა და პლეი-ოფში ინგლისს დაუპირისპირდება, ამდენივე ქულა დააგროვა მესამე ადგილოსანმა პორტუგალიამ, რომელიც შემდეგ ეტაპზე ბელგიას გაეჯიბრება.

 

 

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *