ბოლო შანსი იენ ფოსტერისთის

ოთხი ერის გათამაშება სამხრეთ აფრიკისა და ახალი ზელანდიის ნაკრებების დაპირისპირებით გაიხსნება. ამ მატჩის განსაკუთრებულობა იმით იზრდება, რომ შესაძლოა, ის ბოლო აღმოჩნდეს ოლ ბლექსის მთავარი მწვრთნელის, იენ ფოსტერისთვის.

ივლისის ტესტები ახალი ზელანდიის ნაკრებმა ირლანდიასთან სერიაში 2:1 წააგო. ამიტომ, ახალი ზელანდიის რაგბის კავშირმა მას პირობა წაუყენა. თუ ბოკესთან დამარცხდება თანამდებობას დატოვებს. ბოროტი ენები ამბობენ ფოსტერს განცხადება უკვე დაწერილი აქვს ღია თარიღითო.

ასეა თუ ისე, მატჩი, ცხადია, ძალიან საინტერესო იქნება. რაც უნდა იყოს, მსოფლიოს თასის მფლობელი პლანეტის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს მასპინძლობს.

სამხრეთ აფრიკა: 15. დამიან ვილემსე, 14. კარტ-ლი არენდსი, 13. ლუხანო ემი, 12. დამიენ დე ალენდე, 11. მაკაზოლე მაპიმპი, 10. ანდრე პოლარდი, 9. ფაფ დე კლერკი.   1. ტრევორ ნიაკანე, 2. მალკოლ მარქსი, 3. ფრანსე მალერბე, 4. ებენ ეცებეთი, 5. ლუდ დე იაგერი, 6. სიია კოლისი, 7. პიტერ-სტეპ დუ ტუა, 8. ჯასპერ ვისე.

16. ბონგი მბონამბი, 17. სტივენ კიტშოფი, 18. ვინსენტ კოხი, 19, სალმან მორატი, 20, ფრანკო მოსტერტი, 21. კუაგა სმითი, 22. ჯადენ ჰენდრიქსი, 23. ვილი ლე რუ

ახალი ზელანდია: 15. ჯორდი ბარეტი, 14. ვილ ჯორდანი, 13. რეიკო იოანე, 12. დავიდ ჰევილი, 11. კელებ კლარკი, 10. ბოდენ ბარეტი, 9. აარონ სმითი.   1. ჯორჯ ბოუერი, 2. სამისონი ტაუკეიაჰო, 3. ანგუს ტაავაო, 4. სემ ვაითლოქი, 5. სკოტ ბარეტი, 6. აკირა იოანე, 7. სემ კეინი, 8. არდი სავეა

16. დენ კოლი, 17. ეტიენ დე გრუტი, 18. ტაირელ ლომქსი, 19. ტუპოუ ვააი, 20. შენონ ფრიზელი, 21. ფინლაი კრისტი, 22. რიჩი მოუნგა, 23. ქუინ ტუპაეა

Leave a comment

Your email address will not be published.