ბოლო წუთების სინდრომი

ყაზბეგი-იუნკერები 17:32

ყაზბეგი: 2ლ – ყენია, გელაძე. 2გ,ს – ყიასაშვილი

სინბინი: გუგეშაშვილი

იუნკერები: 4ლ – გოგიძე (2), ცილიკური, შუკაკიძე. 3გ,2ს – კიკნაძე

მსაჯი: სულხან ჩიხლაძე

დიდი 10-ის დებიუტანტმა სტეფანწმინდას “ყაზბეგმა” კიკეთის იუნკერებს თბილისში უმასპინძლა და 17:32 დამარცხდა. წლევანდელ სეზონში საგრძნობლად გადახალისებულმა “იუნკერებმა” 77 წუთი შესანიშნავად ითამაშეს და ამ დროისთვის მეტოქეს 32:3 უგებდნენ.

მატჩის დასრულებამდე სამ წუთში ყაზბეგელებმა თამაშის ნიუანსები გაიხსენეს და სტუმრებს ორი ლელო გაუტანეს – 17:32. გამოღვიძება გვიანი იყო. მატჩი მალე დამთავრდა და ერთადერთი რაც “ყაზბეგმა” შეძლო ისაა, რომ მეტოქეს საპრემიო ქულა დააკარგვინა.

მატჩის საუკეთესო მორაგბედ “იუნკერების” მესამეხაზელი გურამ გოგიძე დაასახელეს.

აკადემია-ხარები 22:26

აკადემია: ლ – ს.ილურიძე. 5ს,გ – მარგიანი

სინბინი: მიქანაძე

ხარები: 2ლ – ბურჭულაძე, ჭავჭავაძე. 4ს,2გ – პეტრიაშვილი

სინბინი: ნარიმანიძე, გოგოლაძე

მსაჯი: გელა ლემონჯავა

რუსთავის “ხარებმა” წლევანდელი სეზონი შარშანდელის მსგავსად შესანიშნავად დაიწყო. რუსთაველებმა სტარტზე ზედიზედ მეორე გამარჯვება მიითვალეს. ამჯერად “ხარებმა” სტუმრად დაამარცხეს პრინციპული მეტოქე თბილისის “აკადემია” – 26:22.

არადა აკადემიელებმა მატჩის პირველი ნახევარი 16:10 მოიგეს. “ხარებმა” მეტოქეს შესვენების შემდეგ კიდევ უფრო ცხარე ბრძოლა გაუმართა და გამარჯვება მატჩის ბოლოსწინა წუთზე გატანილი საჯარიმოთი გაინაღდა. ამ დროისთვის სტუმრები მხოლოდ ერთი ქულით იგებდნენ – 23:22. “აკადემიას” მატჩის გადასარჩენად აღარც დრო ეყო და არც ოსტატობა.

შეხვედრსი საუკეთესო მორაგბე “ხარების” შუამარბი სანდრო ილურიძე გახდა.

სატურნირო მდგომარეობა

1.ბათუმი – 9 ქულა, 2. ხარები – 9, 3. ლოკომოტივი – 6, 4. აია – 5, 5. იუნკერები – 4, 6. არესი – 4, 7. ლელო – 4, 8. ყოჩები – 4, 9. აკადემია – 2, 10. ყაზბეგი – 1

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *