მსოფლიო ჩემპიონატი უფრო და უფრო დაძაბული ხდება. დრო გადის და ფინალიც ახლოვდება, ფინალი, რომელიც 18 დეკემბერს გაიმართება. წარმოგიდგენთ ბოლო 10 მუნდიალის 5 ყველაზე უხვგოლიან ფინალს.
იტალია 3:1 დასავლეთ გერმანია 1982
40 წლის წინ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ფინალი გამართულა, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატზე ჩატარებულა. იტალიის ნაკრებმა დასავლეთ გერმანია 3:1 დაამარცხა და ტიტულს დაეფლა.
არგენტინა 3:2 დასავლეთ გერმანია 1986
ეს ტურნირი დიეგო მარადონას ბენეფისად იქცა. დიეგომ და კამპანიამ თასი აიღეს, დასავლეთ გერმანიამ კი ფინალი ზედიზედ მეორე მუნდიალზე წააგო.
საფრანგეთი 3:0 ბრაზილია 1998
წინა საუკუნის ბოლო მსოფლიო ჩემპიონატი ფრანგთა გამარჯვებით დასრულდა. ფინალში ზინედინ ზიდანმა დუბლი შეასრულა, ერთიც ემანუელ პეტიმ გაიტანა. სწორედ ზიდანი დაასახელეს მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად.
ბრაზილია 2:0 გერმანია 2002
ბრაზილია 2:0 გერმანიის დაპირისპირება, სადაც 26 წლის რონალდომ შოუ დადგა. ფენომენოდ წოდებულმა თავდამსხმელმა, დუბლი შეასრულა. ვინ იცის, ოლივერ კანის შეცდომა რომ არა, იქნებ სხვა შედეგი გვეხილა.
საფრანგეთი 4:2 ხორვატია 2018
მიუხედავად იმისა, რომ ფინალი იყო, საფრანგეთის ნაკრები უდავო ფავორიტი იყო და სტატუსი გაამართლა. 19 წლის მბაპემ თანაგუნდელებთან ერთად შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და მამლები ტიტულს დაეუფლნენ. აღსანიშნავია, რომ 1998 წლის ჩემპიონობისას გუნდის კაპიტანი დიდიე დეშამი იყო, 20 წლის შემდეგ კი იგი მამლების მწვრთნელი გახლდათ.