ბოლქვაძე US OPEN-ს გამოეთიშა

ნიუ იორკში გრძელდება ამერიკის ღია პირველობის საკავალიფიკაციო ეტაპი. ნახევარფინალურ სტადიაზე საქართველოს მეორე ჩოგანი მარიამ ბოლქვაძე ბრიტანული ჩოგბურთის ამომავალ ვარსკვლავ ემა რადუკანუს(N150) დაუპირისპირდა და საmწუხაროდ 3:6 5:7 დამარცხდა.

null

შეხვედრის სტარტი ემას უკეთესი გამოუვიდა – ადრეული ბრეიკი შეასრულა და 2:0 დაწინაურდა. ქართველი ჩოგბურთელი დროულად გამოფხიზლდა და წონასწორობა მალევე აღადგინა. 2:2.

მე-7 გეიმში მარიამმა ბრეიკპოინტი მოიპოვა, თუმცა მისი რეალიზება ვერ შეძლო, მომდევნო გეიმში კი უკვე ბრიტანელმა შეძლო მესამე მცდელობით გადამწყვეტი ბრეიკის შესრულება, რასაც სეტზე წარმატებული ჩაწოდებაც მოყვა – 6:3.

null

მეორე პარტიის სტარტი უკვე ბოლქვაძის უპირატესობით წარიმართა და 4:2 დაწინაურდა. იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ მარიამი სეტებს შორის ანგარიშს იოლად გაათანაბრდებდა, თუმცა რადუკანუმ სათამაშო ტემპს უმატა და ანგარიშის გათანაბრება შეძლო 4:4.
5:5-ზე მარიამს „ჩავარდნა“ დაეწყო – ჯერ საკუთარი გეიმი წააგო მშრალი ანგარიშით, შემდეგ მეტოქის. საბოლოოდ 7:5 6:3 – ემამ შეხვედრაში ყველა გადამწყვეტი ქულა მოიგო და ამ ფაქტორის წყალობით გააღწია კვალიფიკაციის ფინალში, სადაც მისი მეტოქე ეგვიპტელი მაიარ შერიფი(N95) იქნება.

null

რადუკანუ-ბოლქვაძის მატჩი 100 წუთს გაგრძელდა და ამ დროის განმავლობაში ქართველ ჩოგბურთელს 0 ეისი და 6 ორმაგი შეცდომა ქონდა.
მარიამის მთავარ პრობლემად საკუთარი ჩაწოდება იქცა, რადგან პირველი ჩაწოდების შემდეგ მხოლოდ ქულების 57% მოიგო, ხოლო მეორე ჩაწოდების – 40%.
ბოლქვაძემ 3 ბრეიკპოინტიდან ორის გამოყენება მოახერხა, თუმცა საკუთარი ჩაწოდება 4-ჯერ დათმო.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *