ბონო! – ესპანეთი მსოფლიოს დაემშვიდობა!

მსოფლიო ჩემპიონატს კიდევ ერთი ფავორიტი დაემშვიდობა. მაროკოს ნაკრები სიმპატიას იწვევს, ამ ტურნირზე ხომ მხოლოდ ერთი გოლი გაუშვა, თუმცა ესპანეთის დამარცხება მათგან მაინც სენსანსაციაა!

აფრიკელებმა მთელი მატჩი გამართულად ითამაშეს, დაცვაში საიმედოდ, ბურთის კონტროლს თამამი თამაშით ცდილობდნენ, წინ კი მწვავედ უტევდნენ. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, ყველაზე უკეთესი – მაროკოდან ხედირას, როდესაც სიმონმა ფეხით აუღო, ესპანელთაგან კი – სარაბიას, რომელიც პენალტის დასარტყმელად შემოიყვანეს და კინაღამ გაიტანა! დიახ, მატჩი, უგოლოდ, პენალტებამდე მივიდა.

თერთმეტმეტრიანებისთვის მაროკო მზად აღმოჩნდა, ესპანეთი კი არა. პენალტებში, იშვიათი ანგარიში დააფიქსირა – 3:0 – მაროკოს სასარგებლოდ. ეპსანელთაგანსარაბიამ, სოლერმა და ბუსკეტსმა ვერ გაიტანეს.

1/4 ფინალში, აფრიკელები შვეიცარიასა და პორტუგალიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მატჩის გმირი:

აქ ბევრი კითხვა არ არსებობს – ბონო! ჩემპიონატზე, მოწინააღმდეგემ გოლი ჯერ ვერ გაუტანა (მხოლოდ ავტოგოლი მიიღო), აქ კი 3 თერთმეტმეტრიანი მოიგერია!

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *