ბონუჩი რონალდუზე: “ვფიქრობდით, თამაშებს მხოლოდ ის მოიგებდა”

იუვენტუსის ცენტრალურმა მცველმა, ლეონარდო ბონუჩიმ კრიშტიანო რონალდუსა და მის გავლენაზე ისაუბრა. მისი თქმით, იუვეს ფეხბურთელები ქვეცნობიერად ფიქრობდნენ, რომ გამარჯვებისთვის პორტუგალიელი საკმარისი იყო

“ვფიქრობდით, რომ ფეხბურთელი, თუნდაც მსოფლიოში საუკეთესო, იუვეს გამარჯვებების გარანტია შეიძლებოდა ყოფილიყო.

კრიშტიანუმ ჩვენზე უდიდესი გავლენა მოახდინა. მასთან ერთად ვარჯიშიც კი რაღაც არაჩვეულებრივი იყო. ფეხბურთელებმა ქვეცნობიერად ფიქრი დაიწყეს, რომ გამარჯვებების მოპოვება პორტუგალიელს მარტოსაც შეეძლო, მთავარია პასი მიგეცა. რონალდუს გუნდი ისევე სჭირდებოდა, როგორც ჩვენ – ის.

ამან მოგვადუნა, მოედანზე საომრად აღარ გავდიოდით. გასულ წელს ამაზე ყურადღების გამახვილება შევძელით.

მეოთხეზე გავედით და თასი მოვიპოვეთ, რადგან კვლავინდებურად გუნდი ვართ. ახლა, როდესაც გასახდელში შევდივართ, ისე ვართ ანთებულები, რომელიმე ქოხში რომ შეგვაგდო, ის აუცილებლად დაიწვება,” – თქვა ლეომ


Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *