ბორნამ ციციპასი მესამედ დაამარცხა

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გრძელდება ATP-ის 500-იანთა კატეგორიის ტურნირი. 1/8 ფინალურ სტადიაზე ბორნა ჩორიჩმა ურთულეს ბრძოლაში 4:6 6:4 7:6 სძლია სტეფანოს ციციპასს და მეოთხედფინალის საგზური მოიპოვა.

null

შეხვედრის სტარტზე ბერძენ ჩოგბურთელს ორი ბრეიკპოინტი გააჩნდა, მაგრამ მათი რეალიზება ვერ შეძლო. მომდევნო 8 გეიმის განმავლობაში მეტოქეები იოლად იგებდნენ საკუთარ ჩაწოდებას, თუმცა მეათე გეიმში ბორნას ჩავარდნა დაეწყო – დათმო საკუთრი ჩაწოდებაც და სეტიც 4:6.

მეორე პარტიის სტარტზე ჩორიჩის მდგომარეობა გაუარესდა – ხორვატმა კიდევ ერთხელ მისცა ციციპასს ბრეიკიანი უპირატესობა და 0-2 ჩამორჩა. თითქოს ყველაფერი დასრულებული იყო და შეხვედრაში ინტრიგაც მოკვდა, თუმცა ბორნამ დროულად შეცვალა თამაშის ტაქტიკა და “ქამბექიც” შესრულდა.

ჩორიჩმა ჯერ მესამე გეიმში მოიგო ბერძენის ჩაწოდება,ხოლო სეტის მიწურულს შესრულებული კიდევ ერთი ბრეიკით სეტებს შორის ანგარიში გაათანაბრა 1-1 (4:6 6:4).

null

მესამე, გადამწყვეტ სეტში უკვე ხორვატი ფლობდა ფსიქოლოგიურ უპირატესობას და მალევე ბრეიკით გავიდა წინ 3:2. ამჯერად სტეფანოსის “ქამბექის” დრო დადგა – ბერძენმა გაჭირვებით შეძლო უკუბრეიკის შესრულება და წონასწორობა აღადგინა 3:3.

მატჩის ბედი ტაიბრეიკზე გადაწყდა, სადაც ოდნავ უკეთესად ხორვატი გამოიყურებოდა – ბორნამ “საჩოგბურთო ლატარეა” 7:4 მოიგო და მასთან ერთად მატჩიც.

ამ ჩოგბურთელთა ურთიერშეხვედრათა ისტორიაში ანგარიში 3-1 გახდა ჩორიჩის სასარგებლოდ.

ბორნამ ზედიზედ მესამედ დაამარცხა ციციპასი – 2020 წლის US OPEN-ზე ხორვატმა 6 მატჩპოინტი გაანეიტრალა და ისე მოუგო ბერძენს, ხოლო წელს გამართულ ციცნცინატის მასტერსზე, პირველ სეტში ბრეიკიანი ჩამორჩენა ამოქაჩა ჩორიჩმა და ისე დაამარცხა სტეფანოსი.

ჩორიჩმა კარიერაში მე-17-ედ, ხოლო მიმდინარე სეზონში მეოთხედ დაამარცხა რეიტინგის ტოპ-10-ის წარმომადგენელი.

ვენის ტურნირის 1/4 ფინალში ჩორიჩის მეტოქე პოლონელი ჰუბერტ ჰურკაჩი იქნება.

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *