ბორუსიამ ალეს შემცვლელი იპოვა

დორტმუნდის ბორუსიამ სებასტიან ალეს შემცვლელი იპოვნა.

მოგეხსენებათ, 28 წლის კოტდიუვარელს სათესლე ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინდა და მკურნალობის პროცესს გადის.

რაც შეეხება დორტმუნდს, არჩევანი კიოლნის ფორვარდზე – ენტონი მოდესტეზე შეაჩერეს.

კლუბი და ფეხბურთელი თითქმის ყველაფერზე შეთანხდნენ და კონტრაქტი ძალაში 1 წელი იქნება.

34 წლის ფრანგს ბუნდესლიგაში დიდი გამოცდილება აქვს, კიოლნის გარდა, ის ჰოფენჰაიმშიც თამაშობდა.

გასულ სეზონში მან 20 გოლი გაიტანა.

Leave a comment

Your email address will not be published.