საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გუდნის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა, რომელიც 2023 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველ, ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს.
შეგახსენებთ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა. მონაწილეთა რაოდენობა 8 გუნდამდე გაიზარდა, რომლებიც პირველ ეტაპზე ორ ჯგუფში გადანაწილდნენ. საქართველოსთან ერთად A ჯგუფში ესპანეთი, ნიდერლანდები და გერმანია ითამაშებენ. B ჯგუფში კი რუმინეთი, პორტუგალია, ბელგია და პოლონეთი მოხვდნენ. ჩემპიონობისთვის ბრძოლას პლეიო ოფში ჯგუფების ორ-ორი საუკეესო გუნდი განაგრძობს.
ბორჯღალოსნების რიგებში ამჯერად სამი დებიუტანტია. ესენია: ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი) და ოთარ ლაშხი (შავი ლომი). გამოძახებულთა შორის არ არის გამოცდილი შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე. ნაკრების შემადგენლობაში ისევ არ არიან შერკინების ბურჯი გიორგი მელიქიძე და კვაჭი ვანო კარკაძე, რომლებიც შესანიშნავ ფორმაში იმყოფებიან.
გამოძახებულთა შორისაა მგეზავი ლაშა მალაღურაძე, რომელსაც ეროვნულ გუნდში 2019 წლის შემდეგ აღარ უთამაშია. მის ანგარიშზე 99 კეპია და თუ რომელიმე მატჩში იასპარეზებს ქართველ ცენტურიონთა კოჰორტას შეუაერთდება.
დისკვალიფკაციის გამო პირველ სამ მატჩში ვერ ითამაშებეს გუნდის კაპიტანი მერაბ შარიქაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 5 თებერვალს, თბილისში, ავჭალის სარაგბო სტადიონზე გერმანიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. მატჩი 13 საათზე დაიწყება.
საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო)
№ 9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)
№10: ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)
№12-13: გიორგი კვესელაძე (გლოსტერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი)
№11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)№15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)
რაგბი ევროპის ჩემპიონატი
5 თებერვალი
საქართველო – გერმანია
11 თებერვალი
ნიდერლანდები – საქართველო
18 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო