ბორჯღალოსნების მომავალ მეტოქეს ოთხი ლიდერი აკლია

საქართველოს ნაკრები 20 ნოემბერს, მადრიდთან ახლოს ფიჯის ნაკრებს დაუპირისპირდება. იქამდე კი, ფიჯელები 6 ნოემბერს ესპანეთის ნაკრებს ეთამაშებიან.

კუნძულელების დროებითმა მწვვრთნელმა გარეთ ბაბერმა, რომელიც ფიჯის შვიდკაცა რაგბის ნაკრების მწვრთნელია, საბრძოლო რაზმი დაასახელა. გუნდს რამდენიმე ლიდერი დააკლდა. ესენია: ვაისაკე ნაჰოლო, ლევანი ბოტია, სემი რადრადრა და პესელი იატო.

ამასთან ერთად, შეგახსენებთ, რომ ფიჯის ნაკრები 2023 წლის მსოფლიოს თასზე ბორჯღალოსნების შესაძლო მეტოქეა.

ფიჯი: 15. სეტარკი ტუიკუვუ, 14. ჯიუტა ვაინიგოლო, 13. ვაისეა ნაიაკალევუ, 12. ვილიმონი ბოტიტუ, 11. ამინიასი ტუიმაბა, 10. ბენ ვოლავოლა, 9. ნიკოლა მატავალუ.   1. ერონი მავი, 2. სემ მატავესი, 3. მესაკე დოჯი, 4. ტევიტა რატუვა, 5. ტემო მაიანავანუა, 6. ლეონე ნაკარავა, 7. მესულამე კუნავულა, 8. ალბერტ ტუისე.

16.ჰენრი სპრინგი, 17. პენი რავი, 18. ლეროი ატალიფო, 19. აპი რატუნიიარავა, 20. ვილიამე მატა, 21. მასივესი დაკუვაკა, 22. ჯოშუა ტუისოვა, 23. ერონი საუ

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *