ბორჯღალოსნების რიგებში შვიდი დებიუტანტია

საქართველოს ნაკრების გაფართოებულმა  37-კაციანმა შემადგენლობამ ზაფხულის ტესტებისთვის მზადება მარტყოფის ბაზაზე დაიწყო.

26 ივნისს საქართველო 2021 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით მატჩში ნიდერლანდებს თელავში უმასპინძლებს. 2 და 9 ივლისს ბორჯღალოსნები სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს თასის მფლობელ ბოკეს ეთამაშებიან. 17 ივლისს დინამო არენაზე შოტლანდიას დავუხვდებით. ის ჯერჯერობით ტიერ1-ის ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც საქართველოში მეორედ ჩამოდის.

გაფართოებულ რაზმში შვიდი დებიუტანტია. ესენია: მიხეილ ორაგველიძე, ლუკა ნიორაძე, ლუკა ჯაფარიძე, მიხეილ ბაბუნაშვილი, ილია სპანდერაშვილი, ოთარ ლაშხი და დავით მესხი.

ტრავმების გამო გუნდს დააკდლენენ: ბექა გორგაძე, ოთარ გიორგაძე, ლაშა ჯაიანი, მიხეილ ნარიაშვილი, სოსო მათიაშვილი, გრიგოლ ქერდიყოშვილი, გიორგი თხილაიშვილი, ლუკა აზარიაშვილი, გიორგი ნუცუბიძე და გიორგი თხილაიშვილი.

 

 

საქართველოს ნაკრები

 

პირველი ხაზი: ბექა გიგაშვილი (23 კეპი, 10 ქულა), გურამ გოგიჩაშვილი (21 კეპი, 5 ქულა), ნიკოლოზ ხატიაშვილი (4 კეპი), მიხეილ ორაგველიძე (უკეპო), ჯაბა ბრეგვაძე (65 კეპი, 25 ქულა), შალვა მამუკაშვილი (82 კეპი, 55 ქულა), გიორგი ჭყოიძე (16 კეპი, 5 ქულა), ლუკა ნიორაძე (უკეპო), გიორგი მელიქიძე (27 კეპი, 15 ქულა), ლუკა ჯაფარიძე (უკეპო), გია ხარაიშვილი (4 კეპი);

 

მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (66 კეპი, 10 ქულა), ნოდარ ჭეიშვილი (30 კეპი), დავით გიგაური (11 კეპი, 5 ქულა), გიორგი ჯავახია (5 კეპი), მიხეილ ბაბუნაშვილი (უკეპო);

 

მესამე ხაზი: ბექა საღინაძე (20 კეპი, 15 ქულა), თორნიკე ჯალაღონია (9 კეპი, 10 ქულა), მიხეილ გაჩეჩილაძე (16 კეპი, 10 ქულა,) გიორგი ცუცქირიძე (21 კეპი, 15 ქულა), ირაკლი ცხადაძე (3 კეპი), ილია სპანდერაშვილი (უკეპო);

 

N9: ვასილ ლობჟანიძე (57 კეპი, 45 ქულა), გელა აფრასიძე (34 კეპი, 24 ქულა), მიხეილ ალანია (4 კეპი);

 

N10: თედო აბჟანდაძე (24 კეპი, 160 ქულა), გიორგი ბაბუნაშვილი (2 კეპი, 3 ქულა);

 

N12-13: მერაბ შარიქაძე (კაპ. 76 კეპი, 60 ქულა), გიორგი კვესელაძე (33 კეპი, 25 ქულა), დემურ თაფლაძე (8 კეპი, 5 ქულა), ოთარ ლაშხი (უკეპო);

 

N11-14: სანდრო თოდუა (93 კეპი, 65 ქულა), აკაკი ტაბუცაძე (11 კეპი, 45 ქულა), მირიან მოდებაძე (15 კეპი, 35 ქულა), დავით მესხი (უკეპო);

 

N15: დავით ნინიაშვილი (5 კეპი, 5 ქულა), ლაშა ხმალაძე (87 კეპი, 45 ქულა).

 

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *