ბორჯღალოსნების ღია ვარჯიში პორტუგალიამდე

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის წლევანდელი გათამაშების პირველ მატჩს კვირას, 6 თებერვალს, თბილისში, ვაკეში პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. ბორჯღალოსნებმა, ღია ვარჯიში ჩაატარეს, რომელსაც ჟურნალისტებთან ერთად ქომაგებიც ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე გათამაშება 2023 წლის მსოფლიოს თასის გათამაშების შესარჩევი ტურნირიცაა, რომელშიც, ცხადია, პირველი წრის შემდეგ საქართველოს ნაკრები ლიდერობს.

მიხეილ ნარიაშვილი, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯი:

„პატარ-პატარა სირთულეების მიუხედავად შესანიშნავი განწყობა გვაქვს. გვქონდა ძალიან კარგი სამუშაო კვირა. წლის პირველი თამაშია, რაც ადვილი არასდროსაა, განსაკუთრებით პორტუგალიასთან. ვფიქრობ, რომ კარგ თამაშს ვაჩვენებთ და კარგი დასაწყისი გვექნება. მოხარულები ვართ ტრიბუნებზე გულშემატკივრები რომ იქნებიან. ყოველთვის ვგრძნობდით და ვგრძნობთ მათ მხარდაჭერას. ბედნიერები ვართ მათთან შეხვედრა რომ გვიწევს და ვეცდებით ხარისხიანი თამაში ვაჩვენოთ“.

სატურნირო მდგომარეობა

1. საქართველო – 24 ქულა, 2. რუმინეთი – 14, 3. პორტუგალია – 14, 4. ესპნეთი – 12, 5. რუსეთი – 9, 6. ნიდერლანდები – 0

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *