ბორჯღალოსნების შემადგენლობა – ტრავმირებულ აფრასიძეს ნარიაშვილი დაემატა

საქართველოს ნაკრები კვირას, 14 ნოემბერს, ბორდოში საფრანგეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. “ბორჯღალოსნების” მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა საბრძოლო რაზმი დაასახელა.

მცირე ტრავმა აქვს და ვერ ითამაშებს შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი, რეაბილიტაციის პროცესს გადის მეორეხაზელი ლაშა ჯაიანი. თბილისური შეკრების დროს დაშავდა დ გუნდს გამოაკლდა ცხრა ნომერი გელა აფრასიძე.

ტრავმის მორჩენის შემდეგ პირველად ითამაშბემ მესამეხაზელები ბექა გორგაძე და გიორგი ცუცქირიძე, ასევე მეორეხაზელი გრიგორ ქერდიყოშვილი.

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

“ამ ეტაპისთვის ოპტიმალური შემადგენლობა გვყავს. მცირე ტრავმა აქვს მიხეილ ნარიაშვილს, რომელიც ფიჯისთან მატჩისთვის, სავარაუდოდ, მწყობრში იქნება. ტრავმა ახლახან მოირჩინა დაბრუნებულია და ფორმაში შედის ლაშა ჯაიანი. სხვა მხრივ ყველანი ჯანმრთელად და კარგად მომზადებულები არიან. სასიხარულოა, რომ ტრავმები მოირჩინეს და დაგვიბრუნდნენ  ბექა გორგაძე, გრიგორ ქერდიყოშვილი და გიორგი ცუცქირიძე. დარწმუნებული ვარ, რომ მატჩის მსვლელობისას დიდ ძალას შეგვმატებენ სათადარიგო მორაგბეები”.

შეგახსენებთ, რომ მატჩი საქართველოსა და საფრანგეთის ნაკრებებს შორის თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველო: 15. დავით ნინიაშვილი , 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. გიორგი კვესელაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. სანდრო თოდუა, 10. თედო აბჟანდაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე     1. ბექა გიგაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი , 3. გიორგი მელიქიძე, 4. გრიგორ ქერდიყოშვილი, 5. კოტე მიქაუტაძე, 6. ბექა საღინაძე, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე

16 გიორგი ჭყოიძე, 17. გურამ გოგიჩაშვილი, 18. ლუკა ჯაფარიძე, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20.თორნიკე ჯალაღონია, 21. მიხეილ ალანია, 22. ლაშა ხმალაძე, 23. დემურ თაფლაძე

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *