ბორჯღალოსნები გერმანელებთან სათამაშოდ ემზადებიან

საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩისთვის გერმანიის ნაკრების წინააღმდეგ მზადებას განაგრძობს. ბორჯღალოსნებმა ღია ვარჯიში გამართეს, რომელიც მწვრთნელთ შტაბის განმარტებით მოსამადებელი კვირის მთავარი ვარჯიში იყო.

თავდაპირველად გუნდი ოთხ ჯგუფად დაიყო და რიგრიგობით სხვადასხვა მწვრთნელის ხელმძღვანელობით თამაშის სხვადასხვა ელემენტებში ივარჯიშეს. მერე ნაკრები ორ გუნდად გაიყო და ორმხრივი თამაში გაჩაღდა. სავარაუდოდ ძირითადი გუნდი წითელი ფერმის სავარჯიშო კვართებით ირჯებოდა. ამ გუნდის შემადგენლობა ასეთი იყო:

15. მირიან მოდებაძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. თორნიკე კახოიძე, 12. ლაშა მალაღურაძე, 11. ოთარ ლაშხი, 10. ლუკა მატკავა, 9. გელა აფრასიძე. 1. ნიკა აბულაძე, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გურამ პაპიძე, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. ნოდარ ჭეიშვილი, 6. გიორგი ცუცქირიძე, 7. ბექა საღინაძე, 8. თორნიკე ჯალაღონია.

ვარჯიშში მონაწილეობა არ მიუღიათ ბექა გორგაძე და გიორგი კვესელაძეს.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი:
  გურამ გოგიჩაშვილი (რასინგი), ნიკა აბულაძე (შავი ლომი), სერგო აბრამიშვილი (სტად ფრანსე), ბექა გიგაშვილი (ტულონი), გურამ პაპიძე (პო), ვახტანგ აბდალაძე (ლენსტერი), შალვა მამუკაშვილი (შავი ლომი), გიორგი ჭყოიძე (შავი ლომი), თენგიზ ზამთარაძე (შავი ლომი)
მეორე ხაზი: კოტე მიქაუტაძე (ბაიონი), ნოდარ ჭეიშვილი (შავი ლომი), ლადო ჩაჩანიძე (ნევერი), მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი)
მესამე ხაზი: ოთარ გიორგაძე (მონტობანი), ბექა საღინაძე (ლიონი), გიორგი ცუცქირიძე (სტად ფრანსე), თორნიკე ჯალაღონია (ბიარიცი), მიხეილ გაჩეჩილაძე (შავი ლომი), ბექა გორგაძე (პო)
№ 9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი,), გელა აფრასიძე (მონპელიე), მიხეილ ალანია (ორიაკი)
№10: ლაშა მალაღურაძე (ყოჩები), თედო აბჟანდაძე (მონტობანი), ლუკა მატკავა (შავი ლომი)
№12-13: გიორგი კვესელაძე (გლოსტერი), დემე თაფლაძე (შავი ლომი), თორნიკე კახოიძე (შავი ლომი), ლაშა ლომიძე (შავი ლომი), მერაბ შარიქაძე (შავი ლომი)
№11-14: სანდრო თოდუა (შავი ლომი), აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), ოთარ ლაშხი (შავი ლომი)
№15: ლაშა ხმალაძე (შავი ლომი), მირიან მოდებაძე (შავი ლომი), დავით ნინიაშვილი (ლიონი)

რაგბი ევროპის ჩემპიონატი
5 თებერვალი
საქართველო – გერმანია
11 თებერვალი
ნიდერლანდები – საქართველო
18 თებერვალი
ესპანეთი – საქართველო

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *